ტრენინგის ბოლო მე-9 დღეს, გუგლის ფორმებით შევქმენით კითხვარები მოსწავლეთა ფასილიტაციის მიზნით. გავაკეთეთ ჯგუფმა პროექტების პრეზენტაცია,
გავმართეთ დისკუსია,ვიყავით კმაყოფილები, საინტერესო იყო საბოლოო ვარიანტი პროექტებისა,
მადლობა კიდევ ერთხელ გონიერ ხელმძღვანელს, მან შედეგამდე გაგვიყვანა გვასწავლა დაგვაინტერესა, ტანამშრომლობდა ინდივიდუალურად ყოველტან, მადლობა, წარმატებები
პროექტი (ინტელი)
Tuesday, March 14, 2017
Sunday, March 12, 2017
ტრენინგის მე-8 დღეს ვიმუშავეთ და პროექტის გეგმაში ჩავსით პროცდურების საკითხები, შევავსეთ პროექტის გეგმის სხვა გრაფები, ვისწავლეთ თუ როგორ ხდება ალაგ-ალაგ მონიშვნა და მერე მარტივად ჩასმა საჭირო ადგილას.. შევქმენით - ახალი საქაღალდე- პროექტები, დავდეთ გამზადებული მისამართები ბლოგზე, ჩავიწერეთ ახალი ციფრული რესურსის მისამართი-ict.tpdc.ge blogye. ვიმუშავეთ მე-7 მოდულზე, გავეცანით ფასილიტაციისა და მხარდაჭერის დოკუმენტებს. დოკუმენტები დავახარისხეთ შესაბამის საქაღალდეებში. სამუშაო პროცესი იყო საინტერესო, ვისწავლეთ მნიშვნელოვანი ნიუანსები მუშაობის პროცესში, ყოველთვის მინდა აღვნიშნო და ხაზი გავუსვა ტრენერ მანანა კვინიკაძის რუდუნებით მუშაობას ტრენინგის მსვლელობისას, მას არ რჩება ელემენტარული მომენტები ყურადღებიდან, რაც იწვევს უფრო მეტ დაინტერესებას პედაგოგების მუშაობის პროცესში. მაღალხარისხოვნად ტარდება ტრენინგები, რაზედაც დიდი მადლობა ტრენინგის ხელმძღვანელს
Saturday, March 11, 2017
ტრენინგის VII-ე დღეს ვიმუშავეთ პროექტის პროცედურებზე დავამთავრეთ კიდევაც, გავაზიარეთ ნაშრომები, ვისწავლეთ წაშლილისა ღდგენა, . კომენტარების გაკეთება, თანამშრომლობა, გავეცანით მე-6 მოდულს ,, დიფერენცირების კითხვარს"-- კითხვების დიფერენცირება სხვადასხვა ასაკის და სტილის მოსწავლეებისთვის, გავეცანით ,,სკაფოლდინგს" გარდნერიის თეორიიდან გამომდინარე, მოსწავლის უახლესი ზონიდან კიბის საშუალებით რთულისკენ სვლა. პრეზენტაციის შაბლონს შევეხეთ, დეტალებში განვიხილეთ ყველაფერი. ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო და თანამშრომლობითი, ტრენერ მანანა კვინიკაძე ქმნის უაღრესად საინტერესო გარემოს, უშუალოს ტოლერანტულს,აქვს მიდგომის, ახსნის არაჩვეულებრივი ფორმა, რისთვისაცდიდად მადლიერი ვარ
Sunday, March 5, 2017
ტრენინგის მეექვსე დღეს ვიმუშავეთ მე-5 მოდულზე პორტფოლიოს შეფასების რუბრიკას გავეცანით, გავეცანით შეფასების დოკუმენტებს, რომელიც მეტად მნიშვნელოვანია სამომავლო მუშაობაში, გაკვეთილის დაგეგმვისას. ინდიკატორებს მოსწავლეთა შეფასებისათვის,ნრენინგმა საინტერესოდ ჩაიარა, მადლობა ტრენერ მანანა კვინიკაძეს ასეთი ნაყოფიერი მუშაობისთვის.
Saturday, March 4, 2017
ტრენინგის მეხუთე დგეს,, მე-3 მოდულში" გავეცანით უკუკავშირის მეთოდებს: აღწერითს, შედარებითს, გავეცანით უკუკავშირს ერთმანეთისთვის კომენტარების გაკეთებით, ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე, მნიშვნელოვან ნიუანსებზე. ჩავსვით ტექსტურ ფაილში, ვისწავლეთ სურათების გადმოწერა და ჩასმა შესაბამის ადგილას ნაშრომში, ბოლოს გავაკეთეთეთ ნაშრომის პრეზენტაცია მოსწავლის ნაცვლად. ტრენინგი იყო გასაგები, შინაარსიანი, მომწონს ტრენერ მანანა კვინიკაძის ტრენინგი, გადაცემის უშუალობით, საკითხისადმი წვდომით
Sunday, February 26, 2017
ტრენინგის მე-4 დღეს გავიხსენეთ უკვე შესწავლილი საკვანძო კითხვები: ზოგადი, თემატური შინაარსობლივი. გავეცანით ხუთ მიზანს: ვიმუშავეთ პროექტის შემდეგ ნაწილებზე:
- მოსწავლის წინარე ცოდნის დადგენა- ,,ვიცი, მინდა ვიცოდე, გავიგე
- თვითრეგულირებისა და თანამშრომლობა წახალისების მეთოდებს
- პროგრესის მონიტორინგის სტრატეგიებს
- სტრატეგიები გაგებისა და მეტაკოგნიტური წახალისებისთვის
- გაგებისა და უნარების დემონსტრირება
ვისაუბრეთ და განვიხილეთ მიზნის შესატყვისი აქტივობები. ტრენინგზე ყველაფერი დეტალ-დეტალ აიხსნა და პრაქტიკულად გავაკეთეთ, ტრენერ მანანა კვინიკაძის ტრენინგი იყო გასაგები და საინტერესო, უშუალო თანამშრომლობით და მაღალი ინტელექტით, მადლობა უკომპრომისო ასეთი დაუღალავი შრომისთვის
Saturday, February 25, 2017
ტრენინგის მე-3 დღეს ვიმუშავეთ პროექტის სტანდარტზე მაღალი სააზროვნო უნარებით, მიზნების შეფასების კონკრეტულობაზე ზოგადის გამორიცხვით, შევეხეთ ბლუმის ტაქსონომიას და მაღალი სააზროვნო უნარები შევუსაბამეთ ჩვენს პროექტის შინაარს. გავეცანით მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს, მიზნები
ჩამოვაყალიბეთ, ზოგადი, თემატური და ფაქტობრივი შესაბამისობით, ტრენინგი იყო საინტერესო, შინაარსიანი, მადლობა ტრენერ მანანა კვირიკაძეს ნიჭიერად წარმართული მუშაობისთვის
Subscribe to:
Posts (Atom)